- ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი
- მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პროცესის ჩამთავრების შემდეგ, გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის გაუარესების შემთხვევაში ლაპარაკობენ ინფარქტის შემდგომ კარდიოსკლეროზზე. პაციენტს შეიძლება აწუხებდეს: ინფარქტის შემდგომი ტკივილი გულის არეში, არითმია, გულის უკმარისობის მოვლენები (ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, ქოშინი, ელექტროკარდიოგრამაზე ვლინდება გულის კუნთის ნაწიბურისათვის დამახასიათებელი ცვლილებები). თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, საჭიროა დროულად მიმართოს შესაბამის დაწესებულებას და ჩაიტაროს კარდიოლოგის კონსულტაცია.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.